საკადრო ცვლილებები შსს-ში
2018-09-14 11:56:41

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციის დეპარტამენტების ახალი დირექტორები წარადგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი, ლაშა გოგნიაშვილი ჰყავს. ის მანამდე აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

გაგა კირკიტაძე კი რომელიც მანამდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.

შეგახსენებთ რომ გაგა კირკიტაძემ ლევან ტოგონიზე მიმდინარე წლის 7 თებერვალს ჩაანაცვლა.