მგზავრებს თბილისში წასვლა უჭირთ
2018-09-14 10:37:53

მგზავრებს რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილება უჭირთ.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა თოდრიას ქუჩაზე არსებულ გაჩერებაზე, სადაც 30-მდე მგზავრი მიკროავტობუსს უკვე 15-20 წუთია ელოდება.

კომპანია "ინტერტრანსში" "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ მიკროავტობუსები ჩვეული გრაფიკით მუშაობენ და გადაადგილებასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვები არ არის.