რა გახდა დაპირისპირების მიზეზი

2018-09-02 13:02:40

საქართველოს მოქალაქე გერმანიის მოქალაქეს დანით თავს დაესხა. მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ქართველი იტალიაში დააკავეს. როგორც იტალიური პრესა იტყობინება, საქმე ეხება 1 სექტემბერს, ქალაქ ავეტრანაში მომხდარ ინციდენტს. იტალიის პოლიციამ დააკავა 40 წლის ქართველი, რომელიც მანამდე საფრნაგეთში ცხოვრობდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართველის მიერ ნაქირავებ ბინაში ბინის მეპატრონე და მისი მეგობარი მამაკაცი მივიდნენ და გ.ბ-ს ქირის გადახდა მოსთხოვეს. სიტყვიერი შელაპარაკება მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და გ.ბ-მ გერმანიის მოქალაქეს ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.