გაქურდეს თუ არა შს მინისტრის სახლი ქართველებმა
2018-08-31 15:00:00

რამდენიმე დღის წინ, იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილანში, შს მინისტრის მშობლების სახლის და იმავე უბანში მდებარე რამდენიმე სხვა სახლის გაქურდვის ბრალდებით ქართველები დააკავეს.

იტალიაში მცხოვრებმა ქართველებმა ინფო რუსთავს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაკავებულები ეროვნებით სომხები არიან და პოლიციას ქართველი ლტოლვილების სახელით ჩაბარდნენ. მათივე ინფორმაციით, დაკავებულების ეროვნება მაშინ გაირკვა, როდესაც მათ თარჯიმანი მიუყვანეს და აღმოჩნდა, რომ მათ ქართული ენა არ იცოდნენ.

"სომხები აღმოჩნდნენ, როცა ქართველი თარჯიმანი მიუყვანეს. ქართული საერთოდ არ იციან... მაგრამ, სამწუხაროდ, ოფიციალურად სხვა საბუთი თუ არ მოეპოვებათ, მაინც საქართველოს მოქალაქეებს წერენ თურმე დოკუმენტებში."

"სომხები ყოფილან, თარჯიმანი მიუყვანეს და ქართული ვერ გააგებინა და სომხები ვართო, უთქვამთ."

"არ არიან ქართველები, თარჯიმნის საშუალებით გაარკვიეს." - აცხადებენ იტალიაში მცხოვრები ქართველები.

შეგახსენებთ, რომ იტალიის შს მინისტრის და ვიცე-პრემიერის, მატეო სალავინის მშობლების ბინის ქურდობაში ბრალდებულები 27 აგვისტოს დააკავეს.