ხანძარი ცხინვალში
2018-08-08 22:31:36

ცხინვალში ე.წ. მთავრობის სახლი იწვის.

ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი. ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

არსებული ინფორმაციით ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ცეცხლის გამომწვევ მიზეზად კი საონფერენციო დარბაზში გაუმართავი ელექტრო სადენები სახელდება.