35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
2018-08-08 11:05:23

35 წლის მამაკაცს შუქნიშნის ბოძი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა თელავში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი შუქნიშნისა და ტელეფონის კაბელებს წამოედო, რა დროსაც ერთ-ერთი საყრდენი  მამაკაცს თავში დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.