"ისრაელის აეროპორტში სასწაული მოხდა"
2018-08-05 17:03:42

ებრაული მედია იუწყება რომ, ისრაელში ბენ გურიონის აეროპორტში "სასწაული" მოხდა, შშმ პირთათვის განკუთვნილ ეტლში მჯდომი მამაკაცი მოილოდნელად ფეხზე წამოდგა და გაიარა.

არსებული ინფორმაციით 38 წლის მამაკაცი რომელიც ისრაელში 40 წლის ქალთან ერთად ჩავიდა აცხადებდა რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მამაკაცის თქმით მან ინსულტი გადაიტანა რის შემდეგაც ტანს ქვემოთ პარალიზებული იყო.

ისრაელის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ფაქტი საეჭვოდ მიიჩნიეს, მოგვიანებით კი გაირკვა რომ საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში უკანონოდ შეღწევას ცდილობდა.