8 თვის ბავშვი გარდაიცვალა

2018-08-05 23:52:28

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანაში  8 თვის ჩვილი გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, ბავშვს აღენიშნებიდა მაღალი ტემპერატურა, რის გამოც ოჯახმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახა, თუმცა ჩვილი ახალქალაქის რაიონულ სამედიცინო ცენტრში მიყვანამდე გარდაიცვალა. ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება რის შემდეგაც გარდაცვალების მიზეზი დადგინდება.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს".