გარყვნილი ქმედების ფაქტი [photo]

2018-07-31 23:55:57

გარყვნილი ქმედების ფაქტი რუსთავში. შემთხვევა ცენტრალურ ქუჩაზე ერთერთ სუპერმარკეტში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ არაქართული გარეგნობის მამაკაცი ახალგაზრდა გოგონას ქუჩიდან აედევნა, მაღაზიაში შეჰყვა, შარვალი ჩაიწია და სასქესო ორგანო რამდენჯერმე შეახო.

პირმა რომელმაც "ინფო რუსთავს" ინფორმაცია და ფოტოები მიაწოდა ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, მისი თქმით - "გუშინ მაღაზიაში შემოსული იყო დედა და სავარაუდოდ მისი ქალიშვილი. 20 წლამდე გოგონას ქუჩიდან შემოჰყვა 40 წლამდე, ამ გოგონასთვის სავარაუდოდ უცნობი მამაკაცი. მოულოდნელად მამაკაცმა შარვალი ჩაიწია და სასქესო ორგანოთი გოგონას შეეხო. თავდაპირველად გოგონა ვერ მიხვდა რა ხდებოდა, თუმცა მამაკაცმა შეხება მეორედაც სცადა რა დროსაც მან უკვე კარგად დაინახა რომ მამაკაცს შარვალი ჩაწეული ჰქონდა. ეს გოგონა მალევე მივიდა დედამისთან, რომელიც საპირისპირო დახლთან იყო და ტირილი დაიწყო. სწორედ ამ დროს მამაკაცმა შარვალი აიწია და მაღაზია მალევე დატოვა".

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ - "გამოძიებისთვის უცნობმა მამაკაცმა განიზრახა გარყვნილი ქმედების განხორციელება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ 141 მუხლით მიმდინარეობს რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები".

იმის გამო რომ არ მოხდეს გოგოს იდენტიფიცირება არ ვავრცელებთ სრულად. გთავაზობთ მხოლოდ ამ მამაკაცის ფოტოს. რადგან პირი ძებნაშია და ბრალდებული არ არის, ამის გამო, მის სახეს ვმალავთ.