რა მოხდა რუსთავში რუსთაველის გამზირზე [photo]
2018-07-26 23:16:39

ვანდალიზმისა და გულგრილობის ფაქტი რუსთავში.

რუსთაველის ქუჩაზე უცნობმა პირებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილი ურნა დაწვეს. ქალაქის თვითმმართველობამ ახალი ურნები ქუჩებში რამდენიმე დღის წინ განათავსა. საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები პლასტმასის მასალისგან არის დამზადებული და შესაბამისად მასში აალებადი ნივთიერებები არ უნდა ჩააგდონ. ურნებს შესაბამისი წარწერები გაკეთებული აქვს, თუმცა როგორც ჩანს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აღნიშნულს არ ითვალისწინებს.

ააიპ "რუსთავსერვის ცენტრი"-ს ხელმძღვანელი გიორგი გოროზია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს - "რუსთაველებს ვთხოვ, რომ ერთად გავუფრთხილდეთ მუნიციპალურ ქონებას. ნებისმიერი მატერიალური ქონება, რომელიც ღია სივრცეშია განთავსებული ჩვენი თითოეული ადამიანის კუთვნილებაა და მისი მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებლობა თანაბრად გვაქვს განაწილებული."

შეგახსენებთ რომ რუსთავშის ქუჩებში 300 ახალი ურნა განთავსდა.