სმიტების ხსოვნას პატივი მიაგეს [photo]
2018-07-12 21:41:21

სმიტების ოჯახში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მარნეულში მათ საცხოვრებელ სახლთან ადგილობრივი მოსახლეობა, ოჯახის ახლობლები, რიგითი მოქალქეები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეკრებილებმა ტრაგიკულად დაღუპული ოჯახის ხსოვნას პატივი მიაგეს და ეზოს კარები, ყვავილებით, ბუშტებით და სიმბოლურად ბავშვის სათამაშოებით შეამკეს.

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგიმოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს.  მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

ოჯახი უკვე რამდენიმე წელი მარნეულში ცხოვრობდა.

სასამართლომ ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მწყემს, მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარიპატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მალხაზ კობაურს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.