ბოლნისში რაგბის სტადიონი შენდება
2018-07-11 16:19:20

ბოლნისში რაგბის სტადიონი შენდება.

დაბა კაზრეთში რაგბის მოედნის მშენებლობა უკვე დაიწყო. ახალი სტადიონისთვის ტერიტორია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო.

ადგილზე სპეც.ტექნიკის დახმარებით გაიწმინდა და მოსწორდა სტადიონისათვის განკუთვნილი მიწის საფარი. მშენებლობის მე-2 ეტაპი ადგილზე სტადიონის საფარის და დამხმარე შენობა - ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს.

კაზრეთის რაგბის გუნდი "ყოჩები" რამდენიმე წელია კაზრეთის მინი ფეხბურთის სტადიონზე ვარჯიშობდა. უახლოეს პერიოდში კი სპორტსმენები ახალ სტადიონზე გადაინაცვლებენ და სრულყოფილი ვარჯიშების გამართვას შეძლებენ.