უბედური შემთხვევა თურქეთში
2018-07-08 22:25:34

თურქეთში სარკინიგზო კატასტროფას 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 73 ადამიანი.

თურქული მედიის ცნობით 10 ვაგონისგან შემდგარმა მატარებელმა კატასტროფა მაშინ განიცადა როდესაც ხიდზე გადადიოდა.

სამგზავრო მატარებელი კაპიკულე-სტამბოლის რეისს ახორციელებდა, როდესაც საბერძნეთის საზღვართან ახლოს ხუთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

სარკინიგზო ავარიის დროს მატარებელში 362 ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.