ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
2018-06-13 19:16:54

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა მარნეულში.

ავარია სოფელ ალგეთთან მოხდა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ავარიის შედეგაც 63 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო მარნეულის საპატრულო ეკიპაჟი.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.