ავტოფარეხების დემონტაჟი [photo]
2018-06-14 00:45:27

რუსთავში, თბილისის ქუჩაზე რამდენიმე ადგილობრივმა, მათი საცხოვრებელი კორპუსის წლების წინ აშენებული ავტოფარეხების დემონტაჟი მოახდინა.

როგორც თბილისის ქუჩის მცხოვრებლები ინფო რუსთავთან აცხადებენ, მათ საკუთრებაში არსებული, რკინის კონტრუქციებისგან გაკეთებული ავტოფარეხების დემონტაჟის გადაწყვეტილება, თავად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს და შესაბამისი სამუშაოებიც საკუთარი სახსრებით განახორციელეს.