ესპანეთში 5 ქართველი დააკავეს
2018-05-28 12:21:55

14 ბინის ძარცვისთვის დაკავებულია 5 ქართველი.

სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი ჯგუფი, ესპანეთში აიყვანა. სპეცოპერაცია ქალაქ ალმერიასა და მადრიდში ჩატარდა.
ეჭვმიტანილებს 14 ბინის ძარცვა ედებათ ბრალად. მათ შორის 4 მამაკაცი, ერთი კი ქალია.

გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაკავება  იმ დროს მოხდა, როდესაც ეჭვმიტანილები მორიგი ძარცვის შემდეგ შემთხვევის ადგილს ავტომობილით ტოვებდნენ. ჩხრეკის დროს პოლიციამ დიდი რაოდენობით მოპარული ნივთები და ინსტრუმენტები აღმოაჩინა, რომელთა დახმარებითაც დაკავებულები ბინებში შედიოდნენ.