გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება
2018-05-17 13:50:04

2018 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციისას ზეტმეტად/ შეცდომით გადახდილი თანხის  დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადების მიიღება 16 მაისიდან 14 ივნისი ჩათვლით გაგრძელდება:

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
აპლიკანტის/ გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა).
განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:

ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები,სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება.
საფასური სრულიად ბრუნდება:

თუ პირი არ დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში ან 2018წლის 15 მაისის 18:00 საათამდე უარი განაცხადა გამოცდებში  მონაცილეობის მიღებაზე;
თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის;
თუ აბიტურიენტი ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკიმენტს-ატესტატს
თანხის დაბრუნებისთვის უნდა მიმართოთ:

რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, თბილისში კი თბილისში მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე