2026-11-24 21:06:26
რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენის დრო გადაიწია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს“ კომპანია „სოკარ გაზ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა, კოტე ზარნაძემ განუცხადა, ავარიული გათიშვის მიზეზის აღმოფხვრის პროცესში დაზიანება ხელახლა მოხდა, რის გამოც სამუშაოების დასრულება შეფერხდა.
მისივე ინფორმაციით, აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება 26 ნოემბრის 11:00 საათიდან აღუდგებათ.
„სოკარ გაზ ჯორჯიას“ წარმომადგენელი მოსახლეობას აფრთხილებს, გაზის მიწოდების აღდგენამდე გაზის დანადგარები დაკეტილ მდგომარეობაში ჰქონდეთ, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო საფრთხე.