2026-09-16 11:54:44
რუსთავში მე‐19 მკ/რ‐ში გზის რეაბილიტაციის დასრულების თარიღი გადავადდა.
როგორც ელექტრონული შესყიდვების გვერდზე კონტრაქტორ კომპანიასთან, შპს "სამებასთან" ხელშეკრულების ცვლილებაში ვკითხულობთ, სარეაბილიტაციო სამუშაოების თარიღი 12 სექტემბრის ნაცვლად 15 დეკემბრამდე გადავადდა: "შეიცვალოს ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი და ნაცვლად „მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწიწებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდაწ 180 (ასოთხმოცი) კალეწდარულ დღეში. (ხელშეკრულების გაფორმებიდაწ 2026 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით)“-სა დაფიქსირდეს „მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განანორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 274 (ორასსამოცდათოთხმეტი) კალეწდარულ დღეში. (ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით)“.
გარდა სამუშაოების დასრულების თარიღის ცვლილებისა, გაიზარდა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაც: "შეიცვალოს ხელშეკრულების მე-2 მუხლის პირველი პუწქტი და წაცვლად „ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 1 554 439.00 (ერთიმილიონ ხუთასორმოცდათოთხმეტიათას ოთხასოცდაცხრამეტი ლარი და 00 თეთრი) ლარს, საქართველოს კაწონმდებლობით გათვალისწიწებული გადასახადების ჩათვლით.“-სა დაფიქსირდეს „ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 1 709 879.36 (ერთიმილიოწ შვიდასცხრაათას რვაასსამოცდაცხრამეტი ლარი და 36 თეთრი) ლარს, საქართველოს კანოწმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით".