2026-08-30 13:44:01
"რუსთავქალაქობა 2026" ოქტომბრის თვეში ჩატარდება.
ღონისძიების ორგანიზების შესასყიდად ა(ა)იპ ,,კულტურული პროექტების მართვის ცენტრმა" 67 796 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ჯერ-ჯერობით "რუსთავქალაქობის" ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ღონისძიება 10 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის შუალედში გაიმართება.
"რუსთავქალაქობის" მთავარი ლოკაცია კი „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრი“-ს მიმდებარე ტერიტორია და ცენტრალური პარკი იქნება.
ასევე სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ იგეგმება: ინტერაქციული მუსიკალური ინსტალაციისა და ფოტოზონის, აკუსტიკური ხეივნის სივრცის, საბავშვო-საოჯახო ინტერაქციული სივრცის, გიგანტური ხის თამაშების ზონის, „ღია სახელოსნოს“ ზონის, „შემოდგომის თბილი სასმელების ბარის", დეკორატიული სანათების გირლიანდების, ლითონის კონსტრუქციის ბაზაზე ხის თაღის მოწყობა.