ინციდენტი დიდუბის მეტროში
2018-03-14 13:53:00

თბილისში, დიდუბის მეტრო სადგურში ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით მამაკაცი თვითმკვლელობის მიზნით მოძრავმატარებელს ჩაუვარდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. თვითმხილველების თქმით მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მიმდინარე საგამოძიებო სამუსაოების გამო დიდუბის მეტრო დროებით გაჩერებულია.