ავტომობილი 7 წლის ბავშვს დაეჯახა
2018-03-10 22:12:33

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი 7 წლის ბავშვს მაშინ დაეჯახა როდესაც ის გზაზე გადადიოდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ბავშვმა ტრამვა თავის არეში მიიღო, მისი გადაყვანა კლინიკაში მოხერხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.