2024-07-05 00:59:09
ქუჩაში სროლისას ადამიანი დაიჭრა.
არსებული ინფორმაციით, თბილისში, ვაშლიჯვარის დასახლებაში კაცებს შორის კამათი, იარაღიდან გასროლით და ადამიანის დაჭრით დასრულდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოს ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი ავრცელებს და წერს - "ვაშლიჯვარში ხდება ეს, ახლა. რამდენი გასროლა იყო, ვინ იცის. პოლიცია მერე მოვიდა, ყველაფერი რომ დასრულდა და დაჭრილიც ხალხმა თვითონვე წაიყვანა".
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებს არკვევს.