ხმაური ტანძიაში
2018-03-10 14:38:01

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში აქცია გაიმართა. მოსახლოება აცხადებს რომ აფეთქებები, რომლებიც კარიერზე მიმდინარეობს, საცხოვრებელ სახლებს აზიანებს. გარდა ამისა ხდება გარემოს დაბინძურება. აქციის მონაწილეები "არ ემ ჯი გოლდის" დირექტორს კობა მენაბდიშვილს დაუპირისპირდნენ და მოითხოვენ სამუშაოების შეჩერებას ან კომპენსაციების გადახდას. კომპანიის დირექტორი ჟურნალისტებთან აცხადებს რომ "არ ემ ჯი გოლდი" კომპენსაციების გაცემას არ აპირებს იმ მარტივი მიზეზის გამო რომ სამუშაოები ხალხსა და გარემოს საფრთხეს არ უქმნის. აქციის მონაწილეები ასევე დაუპირისპირდნენ ნიკა მელიას და მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მოსახლეობა აცხადებს რომ მათ არ სურთ საკითხი პოლიტიზირებული იყოს.

მოსახლეობასთან შესახვედრად ბოლნისის მერი, დავით შერაზადიშვილიც მივიდა. მისი თქმით, სოფელში მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, თუმცა ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გამოჩნდნენ და სიტუაციის დაძაბვა სცადეს. როგორც გამგებელმა აღნიშნა, ამ დროისთვის, ვითარება განმუხტულია.

ბოლნისის რაიონის სოფელ ტანძიის მოსახლეობა ხრამის ხეობასთან დილიდან არის შეკრებილი და კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდის“ მიერ დაწყებულ სამუშაოებს აპროტესტებს.