სესმა რუსთავში 5 ობიექტი დააჯარიმა

2026-06-11 15:44:32

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მაისში რუსთავში 5 ობიექტი დააჯარიმა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.

მისი თქმით, ინსპექტირება 14  ობიექტში ჩატარდა, ნიმუში აიღეს 15 ობიექტიდან, დოკუმენტურად 5, 26 ობიექტი კი გადაამოწმეს.

დაჯარიმებულ ობიექტებს შორის სანქცია 1 ობიექტს ეტიკეტის არ ქონისთვის, 1-ს ვადაგასული პროდუქტის რეალიზებისთვის, 1-ს მითითების შეუსრულებრობისთვის, 1-ს კრიტიკული შეუსაბამობის და 1-ს კრიტიკული შეუსაბამობის განმეორებით ქონის გამო დაეკისრა.

საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება 80 ობიექტზე ჩატარდა, ნიმუში აიღეს 87 -დან, 14დოკუმენტურად შემოწმდა, გადაამოწმეს 62  და დააჯარიმეს 21.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.

სეს-ი იმ ობიექტების იდენტიფიცირებისგან, რომელიც დააჯარიმა, თავს იკავებს.