რუსთაველი გოგო სწავლას ესპანთში გააგრძელებს

2026-06-09 17:12:19

რუსთაველი ლილე მუქათარიძე ესპანეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, IED Madrid-ში ჩაირიცხა.

მენაფირის აკადემიის კურსდამთავრებულმა მადრიდში სწავლის გასაგრძელებლად მრავალი საფეხური წარმატებით გაიარა და 14 გამარჯვებულს შორის მოხვდა.

ლილემ ესპანურ უნივერსიტეტში სასწავლო დაფინანსებაც მოიპოვა.

"ერთი თვე მქონდა პორტფოლიოს გასამზადებლად, რომლითაც გამოვავლენდი ჩემს ინტერესს მოდის დიზაინთან დაკავშირებით. გავაგზავნე და მოვხვდი 14 გამარჯვებულს შორის, რომლებმაც ასევე მიიღეს სწავლის დაფინანსებაც",- გვითხრა ლილემ.