2026-05-24 15:53:28
მარნეულიში, სოფელ წოფში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციიტ, შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ოთხი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში გამუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. სადავო მუხლი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისა და ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას ეხება.
ფოტო: 24 news