გაძვირდა თუ არა რუსთავიდან რეგიონების მიმართულებით მგზავრობა

2023-05-05 17:58:43

დედაქალაქიდან რეგიონების  მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა აპირებენ თუ არა რუსთავიდან რეგიონების მიმართულების მიკროავტობუსების მძღოლები ტარიფის გაზრდას. 

ტრანსპორტის მძღოლებმა განაცხადეს, რომ მგზავრობის საფასური უცვლელია. გურჯაანის მიმართულებით 10 ლარი ხოლო ლაგოდეხის მიმართულებით 15 ლარი.

"4-5 დღე არ მივლია, ხალხი აღარც დადის, საწვავის ფასებმაც მოიმატა. ერთ დღეს 40 ლარი ვიზარალე მეორე დღეს 30 ლარი ვიზარალე, საწვავის ფულიც ვერ ამოვიღე";-განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა ტარიფის ცვლილება შეეხება თუ არა თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებს და მუნიციპალურ ტრანსპორტს. 

"კი გვინდა ტარიფის გაძვრიება მაგრამ არ გვაძლევენ უფლებას. ზარალში მივდივართ ბენზინის გაძვირების გამო. მომავალში შეიძლება გაძვირდეს ტარიფი მაგრამ ჩვენ მაგას არ ვწყვეტთ";- განაცხადა ინტერტრანსის ერთ-ერთმა მძღოლმა. 

კითხვის საპასუხოდ გაიზრდება თუ არა რუსთავის საქალაქთაშორისო ავტობუსის მგზავრობის ფასი, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა რომ აღნიშნული საკითხი განხილვაში არ არის.