2026-03-17 11:07:14
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, სოფიო ასპანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კუჭიდან სისხლდენა შეჩერებულია.
"პაციენტი გადმოყვანილ იქნა მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა სამკურნალო-დიაგნოსტიკური ყველ პროცედურა, რომელიც სისხლდენის შეჩერებისთვის ესაჭიროებოდა. ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური და საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება მართვა პაციენტის და მაჩვენებლების დასტაბილურება.
პაციენტი ამჟამად იმყოფება ამ პროცედურებისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში - ინტუბირებულ მდგომარეობაში. პაციენტმა ღამის სამ საათზე მოგვმართა",- განაცხადა სოფიო ასპანიძემ.