რუსთავში ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა

2026-02-26 23:08:44

რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავარია რამდენიმე დღის წინ მოხდა და დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტი ამ დრომდე გადიოდა შესაბამის სამედიცინო დახმარებას.

სამწუხაროდ მიღებული დაზიანებები პაციენტისთვის სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.