2026-01-10 12:45:16
გიორგი მიქაცაძე, რომელსაც ოჯახი ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი წერს.
„მადლობა,ვინც გააზიარეთ,გულთან ახლოს მიიტანეთ! ნაპოვნია გიორგი...სამწუხაროდ,გარდაცვლილი
სხვაგვარ დასასრულს ველოდი! გისამძიმრებთ მთელ ოჯახს! სიტყვები არ მაქვს...“,- ამბობს ოჯახის ახლობელი.