2026-01-06 15:54:36
რამდენიმე დღეა რუსთავ-თბილისის მატარებელი მგზავრებს აღარ ემსახურება.
როგორც საქართველოს რკინიგზაში განაცხადეს, მიზეზი ტექნიკური პრობლემები იყო. მათივე ინფორმაციით ამ მარშრუტზე მატარებლები მგზავრების გადაყვანას ხვალიდან, 7 იანვრიდან გააახლებენ.
შეგახსენებთ, რომ მატარებელი თბილისიდან ყოველდღიურად 07:10 საათზე გადის და 08:00-ზე რუსთავის რკინიგზის სადგურზეა, ხოლო გარდაბნიდან უკან 08:25 საათზე გამოდის და რუსთავში 08:42-საათზეა.
რაც შეეხება საღამოს რეისს, 19:00-ზე თბილისიდან გამოსვლის შემდეგ, მატარებელი რუსთავის სადგურში 19:52-ზე ჩერდება, ხოლო გარდაბნიდან უკან 20:20-ზე გამოდის და 20:32-ზე რუსთავშია.
მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია.