2026-01-06 13:28:23
რუსთავი-ლილოს გზაზე დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სოფელ ყარაჯალართან დაპირისპირების შემდეგ ერთ-ერთი პირი მამა-შვილს ავტომობილით შეეჯახა, რის შედეგადაც 60 წლამდე კაცი ადგილზევე დაიღუპა.
დაშავებული 30 წლამდე კაცი კი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.