ცეცხლმოკიდებული სახლიდან გაქცევის დროს ქალი აივნიდან გადმოხტა და გარდაიცვალა

2026-01-06 11:29:06

ახალქალაქში სიმაღლიდან გადმოვარდა ქალი, რომელიც ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლას აივნიდან ცდილობდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Jnews.ge ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად ცეცხლი ერთ-ერთი კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა.
ადგილობრივების თქმით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ქალი, ახალგაზრდა კაცი კი, რომლის გამოყვანაც მეხანძრეებმა შეძლეს, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივების ცნობით, ქალი ხანძრისგან თავის დასაღწევად მეოთხე სართულის აივნიდან გადმოსვლას ცდილობდა, რა დროსაც გადმოვარდა და მიღებული დაზიანებებისგან დაიღუპა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს , გამოძიება 187-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს. 

ფოტო: Jnews