რას ამბობს კვერცხის დეფციტთან დაკავშირებით ასოციაციის წარმომადგენელი

2025-12-09 17:48:44

სოციალურ ქსელში არაერთი მომხმარებელი წერს, რომ მათ კვერცხის შეძენა უჭირთ ლიმიტირებული რაოდენობის გამო.

რითი ხსნიან კვერცხის მწარმოებელთა ასოციაციის წევრები, ბოლო თვის განმავლობაში კვერცხის დეფიციტს.

"თვეებია შემოდის იმპორტირებული კვერცხი, ეს თვე არ შემოსულა. ვინაიდან ნოემბერი დეკემბერში ყველაზე მოთხოვნადია ჩვენი პროდუქტი, საკმაოდ სერიოზული დეფიციტი ჩამოყალიბდა"- განაცხადა კვერცხის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ზურამ უჩუმბეგაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" 

კვერცხის დეფიციტს აგრეთვე ფრინველთა ჩანაცვლების პროცესით ხსნიან. 

"ამ პერიოდში ძირითადად  ხდება ფრინველთა ჩანაცვლება და რდგან კვერცხის  გარკვეული პროცენტი უცხოეთიდან შემოდიოდა, უბრალოდ ახლა უფრო ჩანს"- განუცხადა კომპანია "სავანეთის" წარმომადგენელმა ვეფხია ჯაჭვაძემ ტელეკომპნია "ფორმულასთან"

 "ინფო რუსთავი" გადამოწმების მიზნით მივიდა არაერთ სუპერმარკეტში. რის შედეგადაც დადგინდა რომ დღესდღეობით რუსთავში კვერცხის დეფიციტის ნიშნები არ არის