სოფელ ხოჯორნსა და მარნეულში ფესტივალი ,,შინ" გაიმართა

2025-12-07 18:16:05

სოფელ ხოჯორნსა და მარნეულში ფესტივალი ,,შინ" გაიმართა.

 

ფესტივალი მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების კულტურის, თვითმყოფადობის, ტრადიციების, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, განვითარებისა და პოპულარიზაციის იდეით შეიქმნა.

"შინ" 2025- ის თემა ,,ერთობა მრავალფეროვნებაში-საერთო მემკვიდრეობა, საერთო ღირებულებები“ იყო.

ფესტივალი ხაზს უსვამს მრავალფეროვნებას როგორც ქართული საზოგადოების სიმდიდრეს, სადაც თითოეული კულტურა განუყოფელი ნაწილია საერთო ეროვნული იდენტობის.