რუსთავში დენის მიწოდება იზღუდება

2025-12-07 17:01:33

რუსთავში დენის მიწოდება იზღუდება.

ინფორმაციას კომპანია ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს.

მათი ცნობით, 8 დეკემბერს 16:00 საათიდან 17:00 საათამდე დენის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს შემდეგ მისამართებზე: მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის, გოგოლის, ჭყონდიდელის დასახლება, ზედგენიძის.