2025-12-07 14:34:07
პოლონეთში საერთაშორისო ტურნირზე რუსთაველმა სპორტსმენმა წარმატებით იასპარეზა.
პოლონეთში, ქალაქ ზელენა გორაში ჩატარებული საერთაშორისო ბატუტზე ხტომის ტანვარჯიშის ჩემპიონატზე, რუსთაველმა ნია ხვედელიძემ გაიმარჯვა.
ია ხოფერიასა და რუსუდან ხოფერიის გაწვრთნილმა 10 წლის სპორტსმენმა ევროპელი მეტოქეები დაამარცხა და საერთაშორისო ჩემპიონატზე რომელსაც აგრეთვე "ზამთრის თასი" ეწოდება, ოქროს მედალი მოიპოვა.