ფულადი წახალისების პროგრამა რუსთაველი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეებისთვის

2025-12-07 14:15:37

რუსთავში "ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების პროგრამა" მოქმედებს.

პროგრამა წარჩინებული მოსწავლეების წახალისებას 300 და 500-ლარიანი ჯილდოთი ითვალისწინებს.

"პროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ ან მუდმივად მცხოვრებ პირებს, რომლებიც რეგისტრაციის მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქალაქში.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების 500 (ხუთასი),  ხოლო ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების 300(სამასი) ლარის ოდენობით წახალისებას.

გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება – ქალაქი რუსთავი.

პროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.