2025-12-07 13:04:06
თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სამი არასრულწლოვანი გოგონა, თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა.
არსებული ინფორმაციით, 12-13 წლის გოგონებმა მეზობელ სოფელში მდებარე სკოლაში, ერთ-ერთ მოსწავლეს, თანატოლ გოგონას მანამდე არსებული კონფლიქტის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, რაზე უარის მიღების შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და დეტალებს საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.