ქვემო ქართლში პოლიციამ ძებნილი პირი დააკავა

2025-12-02 11:03:24

ქვემო ქართლის პოლიციამ ძებნილი პირი დააკავა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი - 1993 წელს დაბადებული რ.ი. დააკავეს.

მსჯავრდებული  საქართველოში ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულისთვის 2025 წლის ნოემბრიდან მარნეულის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა.

პოლიციამ რ.ი. მარნეულში დააკავა. დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული",- ნათქვამია გავცელებულ ინფორმაციაში.