რუსთავში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება ეზღუდება

2025-11-12 11:08:45

რუსთავში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება ეზღუდება.

ინფორმაციას კომპანია ჯივიპი რუსთავი ავრცელებს.

“რუსთავი, რუსთავი,თბილისის ქ.,N40-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 11/12/2025 11:00 დან 11/12/2025 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დოლიძე ჩოხელი გონაშვილი თავისი გასასვლელებით”,- ნათქვამია განცხადებაში.