მისტერ ვალენტინი 2018 დასახელდა
2018-02-13 23:52:15

"მისტერ ვალენტინი 2018-ის" გამარჯვებული გამოვლინდა. "მისტერ ვალენტინის" ტიტული რუსთაველმა გიგა ყორღანაშვილმა მოიპოვა. ყორღანაშვილი ქალაქ რუსთავში დაიბადა და #5 საჯარო სკოლაში სწავლობდა. ამჟამად ის სიღნაღში ცხოვრობს და სწავლას იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძობს.

„მისტერ ვალენტინის" ტიტულის მოპოვებისთვის წელს 16 კონკურსანტი იბრძოდა. გამარჯვებულს საჩუქრად ეგვიპტის საგზური გადაეცა. „მისტერ ვალენტინის" კონკურსი საქართველოში 2009 წელიდან ტარდება. მისი იდეის ავტორი ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძეა, კონკურსს ორგანიზებას კი სააგენტო BEST MODELS უწევს.