2025-11-02 13:19:41
რუსთავში ლეონიძის ქუჩის N18-ის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კორპუსის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, დაზიანებულია საკანალიზაციო მილი, რის გამოც ფეკალური მასები ეზოში, მიწის ზედაპირზე ამოდის.
"ერთი კვირაა კანალიზაციაა გაჭედილი. ამ ქუჩაზე ძალიან ხშირად იჭედება, საშინელებაა და თანდათან უარესდება. ყველას ვურეკავთ მაგრამ მოდიას მე-3, მე-4 დღეს, როცა ფეკალური მასები მიწის ზევითაა ამოსული. ფანჯარას ვერ ვაღებთ. გუში, რომ მთელი ქვეყანა შევძარით, მოვიდნენ გაწმინეს, ვითომ გაწმინდეს და 2 საათში ისევ ამოვიდა კანალიზაცია ზევით",- გვითხრა ადგილობრივმა.
"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კომპანია "ჯივიპი რუსთავსაც", სადაც გვითხრეს, რომ მათი თანამშრომლები პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე მივლენ და შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებენ.