2025-11-02 12:35:35
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩაზე N5 კორპუსს გამაგრება/რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად რუსთავის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით შენობას სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 030 060 ლარია გამოყოფილი.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღეში უნდა შეასრულოს.