კვიპროსში ქართველები დააკავეს [VIDEO]
2018-02-12 18:57:01

კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დაკავებულებს ბრალად, 47 წლის მამაკაცის მკვლელობა ედებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა იპოვეს ავტომობილი, რომლითაც ეჭვმიტანილები მიიმალნენ. დაკავებულები ამ დროისთვის ბრალს არ აღირებენ და აცხადებენ, რომ მკვლელობის ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდნენ.

24 და 25 წლის ქართველებს 8-დღიანი დროებითი პატიმრობა შეეფარდათ.

არსებული ინფორმაციით, იძებნება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. საქმეში ფიგურირებენ რუსეთის და ლატვიის მოქალაქეებიც.

კვიპროსის მედიამ რესტორნის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ავრცელებს, რომელიც თავდასხმის მომენტს ასახავს. ნახეთ ვიდეო.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე