ფრაქციის თავმჯდომარე დააკავეს
2018-02-08 21:14:16

გარდაბნის საკრებულოს წევრი და ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარე გივი ძმანაშვილი დააკავეს. ძმანაშვილი თვითმმართველობის არჩევნები სოფელ თელეთიდან იღებდა მონაწილეობას და გარდაბნის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატით შევიდა. "ინფო რუსთავს" საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს რომ - "გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობ." ამ მომენტისთვის ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარები არ კეთდება.