რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ბაზრობა და ყველაზე დიდი საბითუმო მაღაზია დაიწვა [video]
"ინფო რუსთავი"-მა მოიპოვა ვიდეო მასალა თუ რა ვითარებაა ხანძრის შემდეგ ტერიტორიაზე.
მთლიანად დამწვარია ქალაქში ყველაზე დიდი საბითუმო მაღაზია და განადგურებულია პროდუქტი, ასევე დაიწვა ბაზრობის ტერიტორიაც, დახლები და სხვადასხვა სახის პროდუქტი.
შეგახსენებთ რომ ხანძარი წუხელ, დაახლოებით ღამის 12 საათზე გაჩნდა, იყო ძლიერი დაკვამლიანება და ცეცხლის ღია კერები. ცეცხლი მოეკიდა ზეთს და ცხიმის შემცველ პროდქტს რამაც ცეცხლის ქრობა კიდევ უფრო გაართულა. ადგილზე მობილიზებული იყო 10-მდე ეკიპაჟი, მეხანძრე მაშველები მთელი ღამე მუშაობდნენ და ამ დრომდე სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ.