აფრიკის დასახლებაში, სადაც გამოსახლება მიმდინარეობდა, ვითარება დაძაბულია

2025-07-25 00:14:01

აფრიკის დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობდა, ვითარება დაძაბულია.

სპეცტექნიკით შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. ადგილობრიბები ტერიტორიას არ ტოვებენ და ვითარება რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა.

დაპირისპირება იყო მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის.

როგორც “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს,17 პირი ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, ასევე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები რამდენიმე მოქალაქე.