რა ეტაპზეა რუსთავში დევნილებისთვის განკუთნილი კორპუსების მშენებლობა

2025-07-24 18:12:07

2024 წლიდან რუსთავში, მე-18 მიკრორაიონში დევნილებისთვის 4 კორპუსი შენდება.

კორპუსებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ 82 000 000 ღირებულების ტენდერში გამარჯვებული შპს "საბა კონტრაქშენი" აშენებს.

ამ ეტაპზე ოთხი კორპუსიდან ორი უკვე ბოლო სართულამდეა აშენებული, დარჩენილი ორიდან, ერთში მე-9 სართულის მშენებლობა მიმდინარეობს, მეორეში კი მე-10 სართულის.

ტენდერის მიხედვით ბინას 800 ოჯახი მიიღებს. ოთხივე კორპუსში 320 ერთ ოთახიანი, 320 ორ ოთახიანი, 80 სამ ოთახიანი, 80 ოთხ ოთახიანი ბინა იქნება.

ხელშეკრულების მიხედვით პროექტის დასასრულებლად კონტრაქტორ კომპანიას ვადა 2026 წლის 31 დეკემბრამდე აქვს.